სირცხვილი ცუდი საქციელის გამო ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 16:27
აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების – ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.

ეზეკიელი 16:61-63
გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.  აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.  რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.

რომაელთა 6:21
აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.

ეზეკიელი 43:11
და თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი და მისი აგებულება, მისი გასასვლელები და შესასვლელები, მთელი მისი ნახაზი, ყოველი წესი და კანონი; მათ თვალწინ დაწერე, რომ დაიცვან მთელი მისი აგებულება და წესი, და შეასრულონ.

ოსია 2:5
რადგან იმრუშა მათმა დედამ, სირცხვილში დაორსულდა; ამბობდა: წავყვები ჩემს საყვარლებს და მომცემენ ჩემს წილ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.

გამოსვლა 32:25
იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.

იერემია 22:22
შენს მწყემსებს ქარი გარეკავს და შენი მოყვარულნი დატყვევდებიან. მაშინ კი შერცხვები და დამცირდები ყველა შენი ბოროტების გამო.

იგავნი 14:34
სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.

იგავნი 13:18
დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.

იგავნი 10:5
ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე – შემარცხვენელი.

ლუკას 16:3
მაშინ თქვა სახლმმართველმა თავისთვის: როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მმართველობას მართმევს. ბარვა მე არ შემიძლია, მათხოვრობის კი მრცხვენია.

ზაქარია 13:4
იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვების გამო, როცა იწინასწარმეტყველებენ და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს ხალხთა მოსატყუებლად.

1 კორინთელთა 14:35
თუ რამის შესწავლა სურთ, სახლში თავიანთ ქმრებს ჰკითხონ; ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისთვის ეკლესიაში ლაპარაკი.

1 კორინთელთა 11:14
ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?

ეფესელთა 5:12
რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.

Advertisements