სირცხვილი ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:10
მიუგო ადამმა: „შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.

იგავნი 29:15
წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.

იგავნი 3:35
დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.

ფსალმუნები 96:7
შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება და კერპებით ტრაბახობს; მდაბლად ეცით მას თაყვანი, ყოველნო ღმერთნო.

იგავნი 10:5
ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე – შემარცხვენელი.

იგავნი 11:2
მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.

ფსალმუნები 118:78
შერცხვნენ ამპარტავნები, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ, მე კი შენს ბრძანებებს ჩავუკვირდები.

ესაია 26:11
უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.

ესაია 45:11
შერცხვებიან და დამცირდებიან ყველანი, ერთად გაილანძღებიან კერპთა მკეთებელნი.

ესაია 45:24
მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა; მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველა მასზე გაჯავრებულნი.

იერემია 17:13
ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.

ოსია 10:6
თვითონაც აშურში იქნება წაყვანილი, საჩუქრად მეფე იარებთან. სირცხვილს იტვირთავს ეფრემი და შერცხვება ისრაელს თავისი ზრახვებისა.

ეზრა 9:6
ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.

ფსალმუნები 43:15
დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს

დანიელი 12:2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი – საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი – საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.

გამოცხადება 16:15
„აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.

ფსალმუნები 24:2
ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი; ნუ შევრცხვები და ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.

1 კორინთელთა 6:5
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?

2 კორინთელთა 7:9-11
ახლა ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისთვის, ასე, რომ ჩვენგან არაფერი გვნებიათ.  ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.  ვინაიდან ღვთის გულისთვის რომ დანაღვლიანდით, ნახეთ, რამდენი რამ წარმოშვა თქვენში: როგორი სიბეჯითე, როგორი მონდომება, როგორი გულისწყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი შურისგება! და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში.

2 თესალონიკელთა 3:14
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.

ებრაელთა 12:2
და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.