სისასტიკე ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 28:53-57
და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი. შენს შორის ნაფოფინები და ძალზე ნანებივრები კაცი უმოწყალოდ დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბესთან მყოფ ცოლს და თავის დანარჩენ შვილებს, რომლებიც მას შერჩება. არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და იწროებაში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში. განაზებული და ნანებივრები ქალი შენს შორის, რომელსაც არ უცდია თავისი ფეხის ტერფის მიწაზე დაკარება, ნებივრობისა და სინაზის გამო, უწყალოდ შეხედავს თავის უბესთან მყოფ ქმარს, თავის ძეს და თავის ასულს, და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მის ფეხებს შორის, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, ალყაში და იწროებაში, როცა შეგავიწროვებს შენ მტერი შენს კარიბჭეებში.

მსაჯული 1:7
და თქვა ადონი-ბეზეკმა: „სამოცდაათი მეფე ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა [ნამმუსრევს]; როგორც მე ვაკეთებდი, ისე მომაგო მე ღმერთმა.” და წაიყვანეს ის იერუსალიმს, და იქ მოკვდა.

2 ნეშტთა 36:17
მოუვლინა მათ ქალდეველთა მეფე და მახვილით ამოხოცა მათი ჭაბუკები საწმიდრის სახლში, არ დაინდო არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცი და არც თმაჭაღარა – ყველანი მის ხელში ჩაყარა.

დაბადება 37:19-24
და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.” და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: „ნუ მოვკლავთ მას!” და უთხრა მათ რეუბენმა: „ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.” და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან. და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში.

2 ტიმოთეს 3:3
მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი,

რომაელთა 1:28-31
და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით, არიან ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.

ფსალმუნები 34:16
პირფერი მანჭვითა და დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.

ფსალმუნები 85:14
ღმერთო! ამპარტავანნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებული ეძიებს ჩემს სულს, და არად შეგრაცხეს თავიანთ წინაშე.

იგავნი 17:5
ვინც ღარიბს აბუჩად იგდებს, თავის გამჩენს გმობს. მოძმის უბედურებით მოხარულს სასჯელი არ ასცდება.

ამოსი 5:12
ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით პირიდან, თლილი ქვით იშენებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.

4 მეფეთა 8:12
და თქვა ხაზაელმა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ და თქვა: „იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანთ: ცეცხლს მისცემ მათ ციხესიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაჰკვეთ მათ ორსულ დედაკაცებს.“

იგავნი 12:10
მართალს პირუტყვიც ებრალება; უკეთურთა გული კი სასტიკია.

Advertisements