სისავსე ბიბლიის მუხლები

კოლოსელთა 2:9-10
ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე; და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.

კოლოსელთა 1:19-20
ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე, რათა მისი მეშვეობით შემოერიგებინა ყოველი და მშვიდობა დაემყარებინა მისი ჯვრის სისხლით, დედამიწაზე თუ ზეცაში.

იოანეს 1:14-16
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება. იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: „ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.

1 პეტრეს 1:8-9
ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით, რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს – სულის ხსნას,

იოანეს 17:13
ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული.

საქმეები 16:29-34
მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: “ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?” მათ უთხრეს: “იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”. უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს. იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი. სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.

რომაელთა 15:13-14
ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში. და მეც, ძმებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველი ცოდნით და შეგიძლიათ ერთმანეთის დარიგება.

კოლოსელთა 2:2-3
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.

კოლოსელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,

1 კორინთელთა 13:12
რადგან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკეში, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი.

Advertisements