სიტყვის ძალა ბიბლიის მუხლები

იგავები 18:21
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.

იგავები 18:4
კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო – მოჩუხჩუხე ნაკადული.

ლუკას 6:45
კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.

იგავები 18:20
კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი.

ეკლესიასტე 3:7
ჟამი ხევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;

იობი 33:2
აჰა, გავხსენი ბაგე და ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს პირში;

რომაელთა 10:10
ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

ლუკას 7:7
საკუთარი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად; შენ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

საქმეები 15:27
გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გაუწყებენ სიტყვიერად.

1 კორინთელთა 13:11
როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.

გამოცხადება 13:15
და მიეცა უფლება, რომ სული შთაებერა მხეცის ხატებისთვის, რათა მხეცის ხატებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.

Advertisements