სიუხვე ღმერთის მეშვეობით ბიბლიის მუხლები

იოანეს 4:14
ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.

იოანეს 10:10
ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.

მათეს 5:6
ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.

1  კორინთელთა 1:7
და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,

2 კორინთელთა 9:8
ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.

ფილიპელთა 4:19
ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.

მათეს 14:20
ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო.

მარკოზის 6:42
ყველამ ჭამა და გაძღა.

ლუკას 9:17
ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო ნარჩენებით თორმეტი გოდორი გაავსეს.

იოანეს 6:12
რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.

ესაია 49:10
არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.

გამოცხადება 7:16
აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.

Advertisements