სიწმინდე, ღვთისთვის გამოყოფა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

გამოსვლა 19:5-6
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!

ლევიანნი 20:26
და იქნებით ჩემთვის წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი და მე გამოგაცალკევეთ სხვა ხალხებისგან, რათა ჩემთვის ყოფილიყავით.

ლუკას 1:70
როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,

რიცხვნი 6:1-8
უთხრა უფალმა მოსეს: განუცხადე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა, მოწმიდარობის აღთქმა დადო, რათა უფალს მიუძღვნას თავი, ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს. თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს არაფერი ჭამოს, რაც ყურძნისგან მზადდება, წიპწიდან ჩენჩომდე. არ შეეხოს მის თავს სამართებელი თავისი მოწმიდარობის მთელ დროს; ვიდრე შესრულდებოდეს დღენი, რომლებიც შესწირა უფალს, წმიდა იყოს იგი, თმა მოუშვას თავზე. არ მიუახლოვდეს მკვდარს თავისი მოწმიდარობის მთელ დროს: არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის ან დის გამო, მათი გარდაცვალების დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე. წმიდაა იგი უფლისთვის, მისი მოწმიდარობის მთელ დროს.

საქმეები 3:21
რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით.

ეფესელთა 3:5
რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.

2 პეტრეს 3:2
რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.

1 კორინთელთა 1:2
ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან – მათთან თუ ჩვენთან

კოლასელთა 3:12
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.

2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

იესო ნავეს ძე 3:5
უთხრა იეშუამ ხალხს: განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი.

1 ნეშტტა 15:14
განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანნი უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის წამოსაღებად.

1 მეფეთა 7:1
მივიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, აიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, მაღლობზე და მისი შვილი, ელეაზარი განაწესეს უფლის კიდობნის მცველად.

2 ნეშტთა 23:6
არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მსახური ლევიანებისა; ისინი შევიდნენ, რადგან გაწმენდილნი არიან; დანარჩენი ხალხი კი გარეთ იდგეს, უფლის ბრძანების თანახმად.

დაბადება 2:3
აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.

რიცხვნი 28:26
პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ შესაწირს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრება გქონდეთ; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

ნეემია 8:2
მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.

იესო ნავეს ძე 5:15
უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა. ასეც მოიქცა იეშუა.

2 პეტრეს 1:18
და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.

3 მეფეთა 9:3
უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.

მათეს 24:15
ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს – წამკითხველმა გაიგოს;

საქმეები 6:13
წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.

იოველი 3:17
მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.

ზაქარია 2:12
დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.

მარკოზის 2:25-26
მიუგო იესომ: “ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც? როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?

ლუკას 6:3-4
უთხრა მათ იესომ: ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც? როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?

Advertisements