სიხარბე ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:17
არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“

იაკობის 4:2
გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.

მარკოზის 7:20-23
და განაგრძო: კაცისაგან გამომავალი კი ბილწავს კაცს, რადგან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი, მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, შურიანობა, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.“

1 ტიმოთეს 6:9-10
ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.

იგავნი 10:2
სარგებელი არ მოაქვს უკეთურ საგანძურს, მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის.

იგავნი 28:20
მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი, ხოლო გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი.

იგავნი 30:8-9
ამაო და სიცრუე განმაშორე, ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს ნუ მომცემ, ჩემი წილი პურით გამომკვებე, რომ არ გავძღე, არ უარვყო და არ ვთქვა: „ვინ არის უფალი?” ან რომ გაღარიბებულმა, არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა.

ლუკა 16:14
ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.

იოანეს 12:4-6
თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მის მოწაფეთაგანმა, რომელსაც გულში ჰქონდა მისი გაცემა: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“ ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს.

მათეს 23:25
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსე ხართ ნატაცებით და სიხარბით.

ებრაელთა 13:5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.

2 ტიმოთეს 3:1-2
ეს კი უნდა იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მძიმე ჟამი დადგება, რადგან ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარენი, ვერცხლისმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,

Advertisements