სიხარულის აღთქმა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 15:13
ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.

ნეემია 8:10
უთხრა: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.

ფსალმუნები 15:16
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.

ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.

ფსალმუნები 88:16
შენი სახელით ილხენენ მთელ დღეს და შენი სიმართლით მაღლდებიან.

ფსალმუნები 125:5
ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან.

ფსალმუნები 131:16
გადარჩენით შევმოსავ მის მღვდლებს და მისი წმიდანები ხმამაღლა იგალობებენ.

ესაია 12:3
ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

ესაია 35:10
დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ლუკას 2:10
უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:

იოანეს 15:11
ეს იმიტომ გელაპარაკეთ, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრული იყოს თქვენი სიხარული.

იოანეს 16:24
ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

იოანეს 17:13
ახლა კი შენთან მოვდივარ; და ამას ვლაპარაკობ წუთისოფელში, რათა სრული იყოს მათში ჩემი სიხარული.

რომაელთა 14:17
ვინაიდან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.

ფსალმუნები 4:3
მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.

ფსალმუნები 125:5-6
ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან. მიდის და ტირის თესლის მთესველი, მოდის და სიხარულის შეძახილებით მოაქვს თავისი ძნები.

ეკლესიასტე 2:26
მისთვის სათნო კაცს, ღმერთი სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს აძლევს. ცოდვილს კი – მოგროვებისა და შეკრების საზრუნავი მისცა, რათა ღმერთის სათნოს დაუტოვოს მონაგარი. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

ესაია 65:14
ჩემი მსახურნი გახარებული გულით შემოსძახებენ, თქვენ კი გულის ტკივილი აგაყვირებთ და სულდაძაბუნებულნი აქვითინდებით.

ესაია 66:14
დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ბალახივით აბიბინდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი მის მსახურებს გამოეცხადება. მისი რისხვა კი მისი მტრების წინააღმდეგ მიიმართება.

იოანეს 16:20-24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა. დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე. ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”. „იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ. ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.

Advertisements