სიყრუე ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4:11
და უთხრა მას უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?

ფსალმუნები 93:9
დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?

იგავნი 20:12
გამგონე ყური და დამნახავი თვალი – ორივე უფლის შექმნილია.

ლევიანნი 19:14
ნუ გაქირდავ ყრუს და ნუ დაუდებ ბრმას წინ საცდურს, არამედ გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.

მარკოზის 9:25
როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდურ სულს და უთხრა: „სიმუნჯის და სიყრუის სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“

მათეს 11:4-6
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:  ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ. და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“

მარკოზის 7:31-37
და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის,  მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას, ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“ და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“

ლუკას 22:49-51
მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მიუგო იესომ და თქვა: „გეყოფათ!“ და შეეხო მის ყურს და გაუმრთელა.

ფსალმუნები 27:1
შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის. ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.

ფსალმუნები 37:13-14
მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესიმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.

იერემია 6:10
„ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი სასმენელნი და არ შეუძლიათ გაგონება. აჰა, უფლის სიტყვა შერცხვენად ჰქონდათ მათ, არ მოსწონდათ იგი.

ესაია 42:19-20
ვინ არის ბრმა, თუ არა ჩემი მორჩილი, და ყრუ – ჩემს მაცნესავით, რომელსაც მე ვგზავნი? ვინ არის ბრმა სრულყოფილივით, და ბრმა უფლის მორჩილივით? შენ ბევრი გინახავს, მაგრამ არ შეგინახავს, ღია გაქვს ყურნი, მაგრამ ვერ ისმენ.

მიქა 7:16
დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ;

ზაქარია 7:11
მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ.

მათეს 13:15-16
რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.’ ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.

მარკოზის 4:9-12
თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!” როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე. მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.”

საქმეები 28:26-27
‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.’ ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.

2 ტიმოთეს 4:4
ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ.

გამოცხადება 9:20
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარნი, რომ თაყვანი არ ეცათ ეშმაკებისათვის, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისათვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

ესაია 29:18
ყრუები მოისმენენ იმ დღეს წიგნის სიტყვებს და წყვდიადიდან და სიბნელიდან ბრმების თვალები იხილავენ.

ესაია 35:5
მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება.

ესაია 42:18
ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, უყურეთ, რომ დაინახოთ.

Advertisements