სიყვარული მამა-შვილს შორის ბიბლიის მუხლები

იოანეს 3:35
მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.

იოანეს 5:20
რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.

იოანეს 17:24
მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.

იოანეს 10:17
იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.

ეფესელთა 1:6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,

მათეს 12:18
„აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.

მათეს 3:17
და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.

მათეს 17:5
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

მარკოზის 9:7
და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!”

ლუკას 3:22
და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.

მარკოზის 1:11
ხმა გაისმა ციდან: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”

მარკოზის 12:6
ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.

ლუკას 20:13
მაშინ თქვა ვენახის პატრონმა: როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მაინც მოერიდოთო.

იოანეს 15:9
როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!

იოანეს 17:26
მე განვუცხადე მათ შენი სახელი და კვლავაც განვუცხადებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათშიც იყოს და მეც ვიყო მათში”.

იოანეს 17:23
მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

იოანეს 15:10
თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

იოანეს 14:31
მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.

Advertisements