სიყვარულის ბუნება ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 3:12
თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,

2 ტიმოთეს 1:7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.

1 იოანეს 4:16
ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.

1 იოანეს 3:16
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.

1 იოანეს 4:10
იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.

იოანეს 15:13
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს დადებს თავისი მეგობრისთვის.

ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

რომაელთა 5:5
ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

რომაელთა 15:30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.

კოლასელთა 1:8
მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული, რომელიც სულის ნაყოფია.

იერემია 31:1
„იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!

გამოსვლა 15:13
წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.

გამოსვლა 34:6
გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: “უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.

2 ნეშტთა 6:42
უფალო ღმერთო! ზურგს ნუ შეაქცევ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი წყალობა, რომელიც აღუთქვი შენს მსახურს, დავითს.

ფსალმუნები 6:4
შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული და მიხსენი შენი წყალობის გამო.

ფსალმუნები 32:10
უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, გააცამტვერებს ერთა ჩანაფიქრს.

ფსალმუნები 50:1
შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

ესაია 54:10
რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.

ესაია 63:7
გავიხსენებ უფლის სიკეთეს და უფლის დიდებულ საქმეებს, ყველაფერს, რაც უფალმა გვიწყალობა – დიდი სიკეთე უწყალობა ისრაელის სახლს, თავისი თანაგრძნობითა და სიქველის სიუხვით.

ოსია 2:19
საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.

იოანეს 3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იოანეს 15:10
თუ ჩემს მცნებებს იცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.

რომაელთა 8:39
ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

2 კორინთელთა 3:14
მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.

ეფესელთა 2:4
ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,

ებრაელთა 12:6
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.

1 იოანეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.

ლუკას 10:27
მან უპასუხა: “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.

იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.

იოანეს 21:15
ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: „სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: „აძოვე ჩემი კრავები”.