სიყვარულში სიარული ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.

2 იოანეს 1:6
სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების მიხედვით დადიოდეთ. ეს ის მცნებაა, რომელიც დასაბამიდან გესმათ, რომ მასში დადიოდეთ.

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

კოლოსელთა 3:14
და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.

ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

2 კორინთელთა 5:14
რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ.

რუთი 1:16
უპასუხა რუთმა: „ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

გალატელთა 5:16
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

რომაელთა 10:15
და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც სწერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!”

Advertisements