სპირიტიზმი ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19:31
ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 18:10-12
არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საზიზღარია უფლის წინაშე ყოველივე ამის მოქმედი; ამ სისაძაგლეთა გამო სდევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.

ლევიანნი 20:6
ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.

ლევიანნი 20:27
თუ მამაკაცი ან დედაკაცი მიცვალებულის გამომძახებელი ან ჯადოქარი აღმოჩნდება, უსათუოდ მოკვდეს, ქვებით ჩაიქოლოს, მათზეა მათი სისხლი”.

4 მეფეთა 21:6
ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი, მისნობდა და სულთა მხმობელნი განაწესა. ბევრ ბოროტებას აკეთებდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.

2 ნეშტთა 33:6
ცეცხლში ატარებდა თავის ძეებს ბენ-ჰინომის ველზე. მარჩიელობდა, მისნობდა, ჯადოქრობდა და მესულთანეებთან იჭერდა საქმეს; ბევრ ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.

1 მეფეთა 28:4-20
ფილისტიმელთა ლაშქარი რომ დაინახა, შეეშინდა საულს; ძლიერ შეუკრთა გული. დაეკითხა უფალს საული, მაგრამ არ უპასუხა უფალმა, არც სიზმრით, არც ურიმით, არც წინასწარმეტყველთა პირით. უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”. შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”. უთხრა ქალმა: „აჰა, კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში სულთა გამომძახებლები და ჯადოქრები. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?” უფალი დაიფიცა საულმა: „ცოცხალია უფალი! არ დაისჯები ამ საქმისთვის”. ჰკითხა ქალმა: „ვინ ამოგიხმო?” უთხრა: „სამუელი ამომიხმე”.  დაინახა ქალმა სამუელი და ხმამაღლა იყვირა. უთხრა ქალმა საულს: „რად მომატყუე? რადგან საული ხარ შენ!” უთხრა მეფემ: „ნუ გეშინია. რას ხედავ?” თქვა ქალმა: „სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს”. ჰკითხა: „როგორ გამოიყურება?” მიუგო: „მოხუცი კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამშია გახვეული”. მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, დაიხარა და მიწას განერთხა. უთხრა სამუელმა საულს: „რად შემაწუხე და ამომიყვანე?” უთხრა საულმა: „ძალიან გამიჭირდა. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი განმშორდა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით, არც სიზმრებში. ამის გამო ამოგიხმე, რომ მითხრა, როგორ მოვიქცე”. უთხრა სამუელმა: „რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?  ისე გააკეთა უფალმა, როგორც ბრძანა ჩემი ბაგით; ხელიდან გამოგგლიჯა სამეფო და მისცა დავითს, შენს თვისტომს. იმის გამო, რომ არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულა დღეს უფალმა შენზე თავისი სიტყვა.  და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”. მაშინ მთელი სხეულით მიწაზე დაეცა საული, დიდად შეაშინა სამუელის სიტყვებმა; ძალაც გამოელია, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური. მივიდა ის ქალი საულთან, დაინახა, რომ ძლიერ კანკალებდა იგი და უთხრა: „აჰა, დაგემორჩილა შენი მხევალი და ხიფათში ჩაიგდო თავი. ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანე.

4 მეფეთა 23:24
აღმოფხვრა იოშიამ მესულთანეები, გრძნეულები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი იუდას ქვეყანასა და იერუსალიმში გამოჩნდა, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა ხილკიაჰუ მღვდელმა.

ესაია 8:19
როცა გეტყვიან: „დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?”

Advertisements