სქესობრივი ურთიერთობის წესები ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 22:13-21
თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,  ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,  მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.  უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.  აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე. მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი;  ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.  ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,  გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში – იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.

გამოსვლა 22:16
თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს აცდუნებს და დაწვება მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს, რათა ცოლად შეირთოს.

მეორე რჯული 22:28-29
თუ კაცი ისეთ ქალწულს შეხვდება, რომელიც დანიშნული არ არის, შეიპყრობს, დაწვება მასთან და წაასწრებენ, მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.

მეორე რჯული 22:23-24
მამაკაცთან დანიშნულ ახალგაზრდა ქალწულს რომ შეხვდეს ვინმე ქალაქში და დაწვეს მასთან, მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.

ლევიანნი 19:20
თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.

მეორე რჯული 22:22
თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან.

რიცხვნი 5:20-21
ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,  წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;

ლევიანნი 18:22
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.

ლევიანნი 20:13
თუ მამაკაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: სისაძაგლე ჩაიდინეს მათ; უსათუოდ მოკვდნენ ორივენი, მათზეა მათი სისხლი.

ლევიანნი 18:23
არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.

ლევიანნი 20:15
ვინც პირუტყვთან დაიჭერს კავშირს, უსათუოდ მოკვდეს და პირუტყვიც მოკალით.

ლევიანნი 20:16
თუ ქალი რომელიმე პირუტყვს შესაწყვილებლად მიუახლოვდება, მაშინ მოკალით ქალი და პირუტყვიც უსათუოდ მოკვდეს, მათზეა მათი სისხლი.

Advertisements