სტუმართმოყვარეობა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

1 პეტრეს 4:9
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.

1 ტიმოთეს 3:2
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

ტიტეს 1:8
არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა და თავშეკავებული,

ებრაელთა 13:2
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.

ესაია 58:7
რომ მშიერს პური უწილადო და უსახლკარო ღატაკი სახლში შეიყვანო? შიშველს რომ ნახავ შემოსო და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

ლუკას 14:13
არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.

4 მეფეთა 6:22-23
მიუგო: ნუ დახოცავ. განა შენი მახვილითა და მშვილდით დაატყვევე, რომ ამოხოცო? დაუდე წინ პური და წყალი, რათა ჭამონ, სვან და გაბრუნდნენ თავიანთ ბატონთან. დიდი ნადიმი გაუმართა მათ მეფემ და როცა ჭამეს და სვეს, გაუშვა და წავიდნენ თავიანთ ბატონთან. აღარ გამოსულან არამელთა რაზმები ისრაელის წინააღმდეგ.

რომაელთა 12:20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

ლუკას 14:14
ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.

დაბადება 19:2
თქვა: ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ! უპასუხეს: არა, მოედანზე გავათევთ ღამეს.

გამოსვლა 2:20
უთხრა თავის ასულებს: სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ.

მასჯულთა 13:15
უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ.

ნეემია 5:17
მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა.

იობი 31:32
მგზავრს გარეთ არ გაუთევია და კარი ღია მქონდა სტუმრისთვის.

საქმეები 16:15
ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით. და დაგვიყოლია.

საქმეები 28:7
იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.

Advertisements