სუფთა სინდისი ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 3:16
წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.

1 ტიმოთეს 1:19
გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი.

საქმეები 24:15-16
მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მართალთა და უკეთურთა აღდგომა, რასაც თავად ეგენიც მოელიან. ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის უმწიკვლო სინდისით ვიყო ღმერთისა და კაცთა წინაშე.

იობი 27:6
ჩემი სიმართლე მტკიცედ მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება.

საქმეები 23:1-2
პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: „ძმებო, დღემდე წრფელი სინდისით ვმოქალაქობდი ღმერთის წინაშე.“ მღვდელმთავარმა ანანიამ თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, სახეში ეცემათ მისთვის.

რომაელთა 9:1
ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,

2 ტიმოთეს 1:3
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წინაპართა კვალზე წმიდა სინდისით, როცა განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.

Advertisements