სულიერი არსებები ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 22:21-22
გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: როგორ? უპასუხა: გავალ და მაცდურ სულად ვიქცევი მისი ყოველი წინასწარმეტყველის პირში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და გამოგივა კიდეც; წადი და ასე მოიქეცი.

იობი 4:15-18
სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება – ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე: ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე? აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს,

საქმეები 23:8-9
რადგან სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ. ატყდა დიდი აურზაური. წამოდგნენ მწიგნობრები ფარისეველთა მხრიდან, დავობდნენ და ამბობდნენ: „ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, იქნებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ეწინააღმდეგებით!”

1 კორინთელთა 12:10
ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.

2 თესალონიკელთა 2:2
რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.

1 იოანეს 4:1-3
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

დანიელი 2:11
რთულია საქმე, მეფე რომ ითხოვს; არავინ არის, ვინც შეძლებდა მის შესრულებას მეფის წინაშე, გარდა ღმერთებისა, რომელთა სამკვიდრებელიც ხორციელთა შორის არ არის”.

გამოცხადება 16:13-14
ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა. ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.

Advertisements