სულიერი ძილი ბიბლიის მუხლები

ესაია 56:10
მისი გუშაგნი ბრმები არიან, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, არ შეუძლიათ ყეფა, მწოლიარე მესიზმრენი, თვლემის მოყვარულნი.

მათეს 24:43-44
ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

მათეს 24:39-40
ესეც იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა. ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.

საქმეები 28:25-27
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით: მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

ესაია 6:9-10
თქვა: „წადი და უთხარი ხალხს, სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით! დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს”.

რომაელთა 11:8
როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.

ესაია 29:10
რადგან ძილქუშის სული გადმოღვარა თქვენზე უფალმა და თვალები დაგიხუჭათ – თქვენი წინასწარმეტყველნი და თავები დაგიფარათ – თქვენი მხილველნი.

რომაელთა 13:11-12
მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.

ესაია 51:17
გამოფხიზლდი, გამოფხიზლდი, აღსდექ იერუსალიმო, შენ, რომელმაც უფლის ხელიდან შესვი მისი მრისხანების თასი; ბოლო წვეთამდე დალიე საწამლავგარეული ფიალა.

ესაია 52:1
გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური.

ესაია 60:1
„აღსდექ, განათდი, რადგან მოვიდა შენი სინათლე და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

ეფესელთა 5:14
ამიტომ ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.

გამოცხადება 3:2
გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.

გამოცხადება 16:15
„აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

მარკოზის 13:32-34
მაგრამ იმ დღესა და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. ისევე, როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს ფხიზლად ყოფნა უბრძანოს.

ლუკას 12:35
დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი – ანთებული.

ეფესელთა 6:18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;

1 თესალონიკელთა 5:6-8
ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.

1 პეტრეს 5:8
იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

ფსალმუნები 79:18
მაშინ ჩვენც აღარ განგიდგებით, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.

ფსალმუნები 84:6
ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენში გაიხაროს შენმა ხალხმა?

ფსალმუნები 77:65
მაშინ გამოიღვიძა უფალმა, როგორც ძილისგან, როგორც ძლიერმა მეომარმა, ღვინისგან გამოფხიზლებულმა.

ფსალმუნები 34:23
აღსდექ, გამოიღვიძე ჩემს დასაცავად, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი დავის დასაცავად.

ფსალმუნები 43:23-24
გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, ნუ უკუგვაგდებ სამარადისოდ. შენ სახეს რად გვიმალავ? ივიწყებ ჩვენს ტანჯვასა და გაჭირვებას?

ფსალმუნები 79:1-2
მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, როგორც ცხვარს. ქერუბებზე ამხედრებულო, გაბრწყინდი. ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე გამოავლინე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს გადასარჩენად.

ესაია 51:9
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალით, მკლავო უფლისა, გაიღვიძე, როგორც ძველ დროს, უძველეს თაობებში! განა შენ არ დაანაკუწე რაჰაბი და განგმირე ზღვის ურჩხული?

Advertisements