სულიერი განახლება ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:23
და განიახლოთ თქვენი გონება სულით,

ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განმიახლე.

ესაია 40:31
უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.

ესაია 41:1
მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

2 კორინთელთა 4:16
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.

კოლოსელთა 3:10
და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

ესაია 35:7
ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.

ესაია 41:18
კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას – წყაროებით ავავსებ.

2 ნეშტთა 34:29-32
წარგზავნა მეფემ მალემსრბოლნი და შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის ყოველი უხუცესი. ავიდა მეფე უფლის სახლში და იუდას ყოველი მცხოვრები, იერუსალიმის მკვიდრნი, ღვთისმსახურნი, ლევიანნი და მთელი ხალხი, უფროსიდან უმცროსამდე; და წაიკითხეს მათ გასაგონად ყველა სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში აღმოჩნდა. შედგა მეფე თავის კვარცხლბეკზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ უფალს გაჰყვებოდა და დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და წესდებებს – მთელი თავისი გულითა და გონებით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების აღსასრულებლად. აღთქმაში შეიყვანა ყოველი, იერუსალიმსა და ბენიამინის მხარეში მყოფი; და აღასრულეს იერუსალიმის მკვიდრთ უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა.

Advertisements