სულიერი გვალვა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 67:6
ღმერთი ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები საპყრობილედან, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.

ესაია 29:7-8
და, როგორც სიზმარი, როგორც ღამის მოჩვენება იქნება არიელთან მებრძოლი ხალხების სიმრავლე, და ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებულის, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ გამოსულთა და მის შემავიწროებელთა, როგორც მშიერს ესიზმრება, რომ ვითომ ჭამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ შია; როგორც მწყურვალს ესიზმრება, რომ ვითომ სვამს, მაგრამ როცა გამოიღვიძებს, ხედავს, რომ დაქანცულია და ყელი უშრება. ასე მოუვა ყველა ურდოებს, სიონის მთის წინააღმდეგ გალაშქრებულთ.

იოანეს 7:37-39
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ. ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ არ იყო განდიდებული.

ამოსი 8:11
აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი ღმერთი, – როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, შიმშილს არა პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვათა მოსმენისას.

ესაია 45:8
ჩამოასხურე, ზეცავ, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე გადმოღვარონ; გაიხსნას მიწა და გამოიღოს ხსნა, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად. მე, უფალმა, შევქმენი ეს ყოველივე.

1 იოანეს 1:8-9
თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

ესაია 55:1
წყლებთან მოდით მწყურვალნო! თქვენც უვერცხლონო, მოდით, მიიღეთ საჭმელი და ჭამეთ. მოდით და მიიღეთ ღვინო და რძე უვერცხლოდ და უსასყიდლოდ.

ფსალმუნები 31:3-5
როდესაც ვდუმდი ჩემს ცოდვებზე, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.“

იოანეს 4:13-14
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება, ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყალი საუკუნო სიცოცხლედ იდენს.“

ფსალმუნები 50:12
დამიბრუნე შენი ხსნის სიხარული, და მძლავრი სულით განმამტკიცე.

ტიტეს 3:5-7
მან გვიხსნა ჩვენ არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩავიდინეთ, არამედ თავისი მოწყალებით, ხელახალი შობის განბანითა და წმიდა სულის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.

1 იოანეს 3:19-22
ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავირწმუნებთ გულს. რადგან, თუ ჩვენი გული გვამხილებს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვამხილებს, კადნიერება გვექნება უფლის მიმართ; და რასაც კი ვითხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.

გამოცხადება 22:17
და სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ და ამის გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს ცოცხალი წყალი.

ფსალმუნები 1:2-3
არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, და ყოველი მისი საქმე წარმატებულია.

ფსალმუნები 62:1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი; შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს, შენსკენ მოილტვის ჩემი სხეული, როგორც უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე;

მეორე რჯული 32:1-2
„ისმინე, ცაო, რას ვამბობ! ისმინოს მიწამ სიტყვანი ჩემი პირისა! წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება, ნამივით დაეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე და როგორც თქეში ბალახზე.

ფსალმუნები 142:5
ვიწვდი ხელებს შენსკენ; ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ.

ესაია 55:10-11
რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს. ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან, – ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას.

ეზეკიელი 19:10-14
დედაშენი ვაზს ჰგავდა, წყლის პირას დანერგილ ბროწეულის ყვავილს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლებისაგან. მაგარი ტოტები ჰქონდა მბრძანებელთა კვერთხებისათვის; გაიზარდა, ღრუბლებამდე აიყარა ტანი – ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი. მაგრამ აღმოიფხვრა რისხვით, მიწაზე იქნა დანარცხებული და ხორშაკმა ქარმა გაახმო მისი ნაყოფი. გახმა მისი ძლიერების კვერთხი, ცეცხლმა შეჭამა იგი. ახლა უდაბნოშია დარგული, გამოწრეტილ და გვალვიან ქვეყანაში. და გამოვარდა ცეცხლი მისი მძლავრი ტოტებიდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მას მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისათვის. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად.

იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.

იაკობის 5:7-8
ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის ადრეული და გვიანი წვიმების მოსვლას. თქვენც მოითმინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.

იერემია 2:13
რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე – ცოცხალი წყლის წყარო – მიმატოვა და ტბორები დათხარა, დახეთქილი ტბორები, რომლებიც წყალს ვერ იკავებენ.

იერემია 17:5-6
ასე ამბობს უფალი: წყეულია კაცი, რომელიც ადამიანებში ხედავს დასაყრდენს და ხორციელში ეძებს შემწეობას, და რომლის გულიც შორდება უფალს. იქნება იგი ეული, ეკლიანი ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან იხილავს სიკეთეს და იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, ბიცოვან და დაუსახლებელ მიწაზე.

გამოცხადება 7:16-17
აღარ მოშივდებათ მათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. რადგან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს.“