სულიერი ნიჭების დანიშნულება ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 14:12
ასევე თქვენც, როცა სულიერ ნიჭებს ეშურებით, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად იუხვოთ.

1 კორინთელთა 12:7
თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება.

1 კორინთელთა 14:2-5
ვინაიდან ენებით მოლაპარაკე ადამიანებს კი არა, ღმერთს ელაპარაკება და არავის ესმის, რადგან საიდუმლოებებს ლაპარაკობს სულით. ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად. ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს ეკლესიას აშენებს. მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია.

1 კორინთელთა 14:17-19
შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.  ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი – ენებით.

1 კორინთელთა 14:26
მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.

1 კორინთელთა 14:31
ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.

ეფესელთა 4:16
ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.

Advertisements