სულიწმინდის გადმოღვრა ბიბლიის მუხლები

ესაია 44:3
რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს – გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას – შენს შთამომავლობაზე.

იოველი 2:28-29
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ. მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.

ზაქარია 12:10
და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

მათეს 3:11
მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.

მარკოზის 1:8
მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.

ლუკას 3:16
იოანე ყველას პასუხობდა: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;

ლუკას 24:49
და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

იოანეს 1:32-33
ამოწმებდა იოანე და ამბობდა: „ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.

იოანეს 3:5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.

Advertisements