სულიწმინდის მოღვაწეობა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.

იოანე 16:8-11
და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.

ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

რომაელთა 12:6-8
და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა – რწმენის შესაბამისად.  თუ მსახურებაა – მსახურებაში; თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში. თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.

1 კორინთელთა 6:19
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

2 პეტრეს 1:21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

დაბადება 6:3
და თქვა უფალმა: არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი.

ეფესელთა 4:30
ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის
დღისთვის.

იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

1 კორინთელთა 3:2
რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,

Advertisements