სურვილები ბიბლიის მუხლები

მათეს 6:33
ეძიეთ უწინარეს ყოვლისა ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყველაფერი შეგემატებათ.

ფსალმუნები 36:4-5
უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს. წარმართე უფლისკენ შენი სავალი გზა, მიენდე მას და ის აღასრულებს.

იგავნი 10:24
რისაც ეშინია უკეთურს, ის მიეწევა მას, მართალთა წადილს კი სრულდება.

ფსალმუნები 72:25
ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.

ფსალმუნები 41:1-2
როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ო ღმერთო! ცოცხალი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას?

ფსალმუნები 62:1-8
შენ ხარ ჩემი ღმერთი; შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს, შენსკენ მოილტვის ჩემი სხეული, როგორც უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე; ასე გიხილე სიწმიდეში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი. რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. ამიტომ გადიდებ მთელი სიცოცხლე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. ქონითა და სიმსუქნით დამსუყდა სული ჩემი; აღფრთოვანებული ბაგეებით გაქებს პირი ჩემი, – როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, და მთელ ღამეებს ვფიქრობ შენზე; რადგან შენ იყავ დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ ლხენით გიმღერი. შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი.

1 ტიმოთეს 5:11
ახალგაზრდა ქვრივებს კი მოერიდე, რადგან ხშირად ისინი ვნებებით აღძრულნი შორდებიან ქრისტეს და გათხოვების სურვილი უჩნდებათ.

ფსალმუნები 142:5
ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ.

მათეს 5:27-28
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

ესაია 26:8-9
შენი სამართლის გზაზე, უფალო, გელოდით შენ, შენი სახელისა და შენი ხსოვნისაკენაა ჩვენი სულის წადილი. ჩემი სამშვინველით ვისწრაფი შენსკენ ღამით, და ჩემი სულით ჩემში გეძებ შენ განთიადიდან, რადგან როდესაც აღსრულდება შენი სამართალი ქვეყანაზე, სამართლიანობას ისწავლიან ქვეყნიერების მცხოვრებნი.

ებრაელთა 13:4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.

მეორე რჯული 5:21
არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“

ფსალმუნები 39:8
შენი სურვილის შესრულება მწადია, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.“

რომაელთა 1:26
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ.

ფსალმუნები 118:174ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.

1 თესალონიკელთა 4:3-4
რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმიდით და ღირსებით,

ოსია 6:6
რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა სრულადდასაწველი.

3 მეფეთა 3:5-14
და გამოეცხადა გიბეონში უფალი სოლომონს ღამით სიზმრად და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.“ და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. შენს რჩეულ ხალხს შორის არის შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“ და ძლიერ მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე დღეგრძელი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხად, აჰა, გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ: მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ, შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილიყოს, და არც შენს შემდეგ გამოჩნდება ვინმე. და რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესა და დიდებას; ისე რომ, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. და თუ ივლი ჩემი გზით და დაიცავ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი აკეთებდა, დღეგრძელობასაც მოგცემ.“

იაკობის 1:13-15
ნურავინ იტყვის განსაცდელში: „ღმერთისგან გამოვიცდები,“ რადგან ღმერთი არ გამოიცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს.

გალატელთა 5:24
ხოლო მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი სხეული ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

Advertisements