სუსტების დახმარება ბიბლიის მუხლები

1 თესალონიკელთა 5:14
და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

ესაია 35:3
გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.

ებრაელთა 12:12
მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

ფსალმუნები 40:1
ნეტარია, ვინც ღატაკზე ფიქრობს. უბედურების დღეს იხსნის მას უფალი.

რომაელთა 15:1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.

რომაელთა 14:1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.

1 კორინთელთა 8:7-12
მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება. საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ – არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ – არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად? და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ

იობი 26:2
რით შეწევნიხარ უძლურს და რითი გიხსნია უძალო მკლავი?

საქმეები 20:35
ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“.

1 კორინთელთა 8:9
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.

1 კორინთელთა 8:11
და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.