სწორი გადაწყვეტილების მიღების მაგალითები ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 24:15
და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.

დაბადება 13:8-9
და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

დაბადება 35:2-4
უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”. მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.

გამოსვლა 18:24-25
ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და აასრულა ყოველი მისი ნათქვამი. ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და ხალხს მეთაურებად: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნა.

გამოსვლა 32:26
დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: „ვინც უფლისაა – ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.

1 მეფეთა 14:6-7
უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: „წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”. უთხრა საჭურველთმტვირთველმა: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.

1 მეფეთა 24:4-7
უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს. წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს. უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”. ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.

ნეემია 4:21-23
ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში. იმ დროს ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა თავისი მსახურით იერუსალიმში გაათიოს ღამე, ისე რომ, ღამით გუშაგად იქნება ჩვენთვის, დღისით კი – მუშაკად”. არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურები და არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, სამოსელს არ ვიხდიდით; თითოეულს მაშინაც კი მახვილი გვეჭირა ხელში, როცა წყალზე მივდიოდით.

ფსალმუნები 26:4
ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარში ფიქრს ვეძლეოდე.

დანიელი 1:8
გულში ჩაიდო დანიელმა, რომ თავი არ შეებილწა მეფის რჩეული ულუფით და მისი სასმელი ღვინით და ნებართვა სთხოვა საჭურისთუხუცესს, რომ თავი არ შეებილწა.

დანიელი 3:18
მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”

მათეს 18:19-20
უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”. მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.

მარკოზის 2:14
გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: „გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.

ლუკას 10:38-42
განაგრძეს გზა და შევიდა ერთ სოფელში. დედაკაცმა, სახელად მართამ, თავის სახლში მიიწვია იგი. მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა. მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: „უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”. მიუგო უფალმა და უთხრა: „მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ; საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა”.

ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.

საქმეები 4:34-37
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა, საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით; და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა. ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება) შეარქვეს, ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.

საქმეები 5:35-39
მერე უთხრა მათ: „კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს, რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა. ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა. ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება. ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”

ებრაელთა 11:25-26
და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში; ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.

ესთერი 4:15-16
და მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის: „წადი და შეკრიბე შუშანის მთელი ებრაელობა, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად და ისე მივალ მეფესთან, თუმცა ამით წესს დავარღვევ; თუ დავიღუპები, დავიღუპო!” წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ესთერმა.

Advertisements