სწორი უკუქცევა ბიბლიის მუხლები

მათეს 7:12
როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

ლუკას 6:31-33
და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ. თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.

ლუკას 6:37-38
ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.

მათეს 7:2
რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.

მარკოზის 4:24
უთხრა მათ: „დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.

იგავის 12:14
თავისი პირის ნაყოფის გამო სიკეთით გაძღება კაცი. თავისი ხელის საზღაური უკან უბრუნდება ადამიანს.

იგავის 12:17
მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის თავს, სასტიკი კი თავისივე სხეულს აზიანებს.

იგავნი 11:25
გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.

2 მეფეთა 22:26
წყალობის მქნელს – წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.

ფსალმუნები 17:25-26
ერთგულს ერთგულად ექცევი, უბიწოს – უბიწოებით. წმიდას მისი სიწმიდისამებრ ექცევი და უკუღმართს – მისი უკუღმართობისამებრ.

ლუკას 14:12
თავის მასპინძელსაც უთხრა: „როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და სამაგიერო არ მიიღო.


მსგავსი თემები:

სათანადო საქციელი       სიკეთის კეთება       ღმერთი წმინდაა