თანაგრძნობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 9:34
მაგრამ შენ ხედავ, ხედავდი წყენასა და შევიწროებას, რათა შენი ხელით მიაგო სამაგიერო, შენ განდობს თავს ჩაგრული და შემწე ხარ ობლისა.

2 კორინთელთა 1:3-4
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.

გამოსვლა 22:26-27
თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე, რადგან ის მისი ერთადერთი საფარველია; მისი სხეულის სამოსელია – რაში დაიძინოს? როცა შემომჩივლებს, მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.

მეორე რჯული 10:18
სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.

მსაჯულნი 2:18
როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;

ფსალმუნები 9:9
უფალი იქნება ჩაგრულის თავშესაფარი და დასაყრდენი გაჭირვების დროს.

ესაია 40:1-2
ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი, გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.

ესაია 66:13
როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.

იერემია 8:18
ჩემი მწუხარება უსაზღვროა, გული დამისუსტდა.

2 კორინთელთა 7:6
მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშისმცემელია, გვანუგეშა ტიტეს მოსვლით.

იოანეს 11:35
აცრემლდა იესო.

ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

მათეს 9:36
ხედავდა რა ხალხს, ებრალებოდა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და მიტოვებულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

მარკოზის 1:41
შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!”

ებრაელთა 2:14-18
რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი; და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს. ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად. რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.

1 მეფეთა 20:34
განრისხებული ადგა იონათანი სუფრიდან, აღარ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე და იმაზე, რომ ასე შეურაცხყო მამამისმა.

იობი 2:11
გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.

იობი 29:16
გლახაკთ მამობას ვუწევდი და ჩემთვის უცხოთა დავას ვიკვლევდი;

იობი 30:25
განა არ მიტირია უბედურისთვის? არ დამიმწუხრებია სული ღარიბ-ღატაკისთვის?

რომაელთა 12:15
მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.

1 პეტრეს 3:8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,

2 კორინთელთა 1:4-7
ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც. და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისა და ხსნისთვისაა, ხოლო თუ ნუგეშცემულნი ვართ, ისევ თქვენს გასამხნევებლად, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით. ამიტომაა მტკიცე ჩვენი იმედი თქვენ მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ჩვენი ტანჯვების თანამოზიარენი ხართ, ასევე ნუგეშისაც.

2 კორინთელთა 11:29
ვინმე დაუძლურდა და მე არ ვუთანაგრძნე უძლურებაში? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ვიწვოდი?

ფილიპელთა 4:14
ხოლო თქვენ კარგად მოი­ქე­ცით, ჭირში რომ მეზიარეთ.

Advertisements