თანაგრძნობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 7:22
დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა და მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.

იოანეს 11:19
და ბევრნი მოვიდნენ იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო.

გამოსვლა 2:6
და როდესაც კალათას ახადა, ნახა, რომ შიგ ბავშვი წევს და ტირის. შეებრალა ის და თქვა: „ებრაელის ბავშვი იქნება.“

ესაია 49:15
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!

ებრაელთა 13:3
გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში.

2 კორინთელთა 2:7-8
ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა წუხილმა არ შთანთქას იგი. ამიტომ შეგაგონებთ, გამოიჩინოთ სიყვარული მის მიმართ.

გალატელთა 6:1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.

იაკობის 1:27
წმიდა და შეუბღალავი ღვთისმოსაობა ღმერთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისაგან.

Advertisements