თავშეკავებულობა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 19:1-10
„როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და მათ სახლებში, გამოყავი სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი დასამკვიდრებლად. მოიწყვე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყანა, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი; იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა. ესაა წესი მკვლელისა, რომელმაც უნდა შეაფაროს იქ თავი, რათა იცოცხლოს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე, რომ არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ; წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს. რომ ცხელ გულზე არ დაედევნოს მკვლელს მესისხლე, არ დაეწიოს, რადგან დიდია გზა, და არ მოკლას; ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ. ამიტომ გიბრძანებ: გამოყავი სამი ქალაქი. როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს, თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას და შეასრულებ, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და ყოველთვის მის გზაზე დადიოდე, მაშინ ამ სამს კიდევ მიუმატე სამი ქალაქი. ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი სამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი.

იგავნი 17:27
სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე.

დაბადება 43:29-31
აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: „ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: „ღმერთი გწყალობდეს, შვილო!” და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა. პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: „პური მოგვიტანეთ”.

იგავნი 12:16
უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

ტიტეს 2:2-12
რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული, გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა, სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი, არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება. ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.

იგავნი 15:16
მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.

მათეს 5:33-37
ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ – არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი; არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.

კოლოსელთა 4:6
ყოველთვის მადლიანი იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

1 თესალონიკელთა 5:6-8
ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.

1 ტიმოთეს 3:2-3
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული,

ტიტეს 2:2-8
რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ხნიერი ქალებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მოძღვარნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული, გონიერება, სისუფთავე, ოჯახზე ზრუნვა, სიკეთე, ქმრის მორჩილება, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ გონიერნი იყვნენ. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა, სიტყვა გქონდეს საღი და წუნდაუდებელი, რათა შერცხვეს მოწინააღმდეგეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.

მათეს 23:23-26
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ. ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო! ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით. ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

1 კორინთელთა 14:26-33
მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად. თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს. თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს. წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ. თუ იქ მჯდომთაგან სხვას ექნება გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს. ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს. ვინაიდან წინასწარმეტყველნი იმორჩილებენ თავიანთ სულებს. ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.

გამოცხადება 3:1-2
„სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ. გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.

გამოცხადება 3:14-15
ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.


მსგავსი თემები:

რისხვაში ნელი       სიბრაზის მართვა

Advertisements