თაყვანისცემა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 94:6
მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.

იოანეს 4:24
ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს.“

ესაია 12:5
უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული რამ მოიმოქმედა; განითქვას ეს მთელს ქვეყანაზე.

1 მეფეთა 15:22
უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე.

4 მეფეთა 17:38-39
ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ. მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.”

მათეს 18:20
ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის.”

რომაელთა 12:1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.

გამოცხადება 14:7
ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.

გამოცხადება 19:10
დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია”.

ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

1 ნეშტთა 16:23-31
უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა. მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: ‘უფალი მეფობს!’

ლუკას 4:8
მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’”

იოანეს 4:23
მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.

ფსალმუნები 76:13
ღმერთო, წმიდაა შენი გზა! რომელი ღმერთია შენსავით დიდი?

გამოსვლა 34:8
და ისწრაფა მოსემ და მოიდრიკა მიწამდე და თაყვანი სცა უფალს.

ნეემია 9:5-6
და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით, აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება! შენ ხარ თვით უფალი, მხოლოდ შენ, შენ შეჰქმენ ცანი, ცანი ცათანი, და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.

ფსალმუნები 28:1-2
უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმიდა ბრწყინვალებით.

ფსალმუნები 85:9-10
ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს; რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ერთი ღმერთი.

1 პეტრეს 2:5
და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით.

ფსალმუნები 95:9
თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდით მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

გამოცხადება 15:4
ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი”.

ზაქარია 8:21
ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ. იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწრად უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ.”

ფსალმუნები 98
უფალი მეფობს; შეძრწუნდნენ ერები; ის ქერუბიმებზეა ამხედრებული, ირყევა ქვეყანა. უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ერებზე. ისინი აქებენ შეს სახელს, დიდსა და საშიშს,- წმიდაა იგი – და სიძლიერეს მეფისას, რომელსაც სამართალი უყვარს. შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს! წმიდაა იგი! მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ. ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მოწმობანი და წესდება, მათთვის მიცემული. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, და აგრეთვე შურისმაძიებელი მათი ნამოქმედარის. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას! რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი!

გამოცხადება 22:8
მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.

მათეს 4:10
მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’”

იერემია 26:2
ასე თქვა უფალმა: „დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქის მცხოვრებთ, მომსვლელთ უფლის სახლში თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის. არც ერთი სიტყვა არ დააკლო.

ფსალმუნები 95:8
შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.

4 მეფეთა 17:36
მარტოოდენ უფლის, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.

ფსალმუნები 99
შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი, მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი. შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი! რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე – ჭეშმარიტება მისი.

დანიელი 3:16-18
შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: “ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ გვჭირდება მაგ ამბავზე პასუხის გაცემა. თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.”

ებრაელთა 12:28-29
ამიტომ ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით. რადგან ჩვენი ღმერთი შემჭმელი ცეცხლია.

გამოცხადება 4:8-11
ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალებით იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”. როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ”.

მოციქულთა 16:25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.


მსგავსი თემები:

თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს           თაყვანისცემის დამაბრკოლებლები          თაყვანისცემის ელემენტები        თაყვანისცემის შედეგები

Advertisements