თაყვანისცემის მაგალითები ბიბლიის მუხლები

დაბადება 14:18-20
და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი. აკურთხა იგი და თქვა: კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ. კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.

გამოსვლა 15:1-2
მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.

1 ნეშტთა 29:10-13
აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა: კურთხეული ხარ შენ, უფალო, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამაო, უკუნითი უკუნისამდე. შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე. სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება, ახლა, გმადლობთ ჩვენო ღმერთო და ვაქებთ შენს დიდებულ სახელს.

ნეემია 8:6
და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა ამინ! ამინ! და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.

ლუკას 10:21
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.

ლუკას 2:20
გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს, ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ.

საქმეები 2:46-47
ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.

საქმეები 16:25
შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

გამოცხადება 15:2-3
და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ. და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!

Advertisements