თაყვანისცემის რაობა ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 22:4
მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.

გამოცხადება 5:12
დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.

ფსალმუნები 21:23
უფლის მოშიშნო, აქეთ იგი; ადიდეთ იგი, იაკობის შთამომავალნო და გეშინოდეს მისი, ისრაელის მთელო მოდგმავ.

ფსალმუნები 49:23
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.

იოანეს 12:13
აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი, მეფე ისრაელისა!”

ებრაელთა 13:15
გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რაიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს, ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს;

 

Advertisements