ტრფიალება ბიბლიის მუხლები

დაბადება 2:18
და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.”

2 კორინთელთა 11:2
რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

1 კორინთელთა 7:2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს – თავისი ქმარი.

მალაქია 2:14
თქვენ კი ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი ცოლი იყო აღთქმით.

ფილიპელთა 4:8
აბა ასე, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.

ებრაელთა 13:4
ყველას ქორწინება ყველაფრით იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განსჯის.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

ლუკას 19:10
რადგან კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა.“

იგავნი 18:22
ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა.

1 კორინთელთა 6:18-20
განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით? რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!

2 მეფეთა 3:14
და გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: “მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინადაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.”

დაბადება 24:67
და შეიყვანა იგი ისაკმა თავისი დედის, სარას, კარავში, და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა იგი. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის სიკვდილის შემდეგ.

1 კორინთელთა 15:33
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.

დაბადება 2:24
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს, რათა ერთხორცი გახდნენ.

იგავნი 4:23
ყველა დასაცავზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

Advertisements