თვინიერება ბიბლიის მუხლები

მათეს 5:5
ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

ტიტეს 3:1-2
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.

სოფონია 3:2
ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც ასრულებთ მის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.

იგავნი 16:19
ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.

1 პეტრეს 3:4
არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

ფსალმუნები 36:11
თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.

1 პეტრეს 5:5-6
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს. მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.

ფსალმუნები 24:9
თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.

ფსალმუნები 68:32
ნახონ მოკრძალებულებმა და გაიხარონ, გაცოცხლდეს გული თქვენი, მაძიებელნო ღმრთისა.

ფსალმუნები 146:6
გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.

ესაია 66:2
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.

სოფონია 3:11-12
აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე; დავტოვებ შენს წიაღში თავმდაბალსა და თვინიერ ხალხს და უფლის სახელში ჰპოვებენ თავშესაფარს ისინი.

იაკობის 4:6
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.

რიცხვნი 12:3
მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.


მსგავსი თემები:

ნეტარებანი      წმინდების ბუნება      ღმერთი და თავმდაბალი      ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება       მორჩილება

Advertisements