თვინიერების მაგალითები ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 12:3
მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

მათეს 11:29
იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.

მათეს 21:5
უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.

2 კორინთელთა 10:1
მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი,

1 თესალონიკელთა 2:7
მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.

დაბადება 13:7-9
დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.

2 მეფეთა 1:10-11
ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო. გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.


მსგავსი თემები:

თვინიერება

Advertisements