თხოვნა ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 3:15
წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი, თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.

1 მეფეთა 12:19
უთხრა მთელმა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.”

დანიელი 2:10-11
მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე მოგვისგან, შემლოცველისაგან თუ ქალდეველისაგან. საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ ვერავინ შეუსრულებს მეფეს იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.”

იოანეს 4:9
ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს, დამალევინეო?” (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)

ფილიპელთა 4:2-3
ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში. 3 შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღწვოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.

დაბადება 50:17
‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’” და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ.

საქმეები 25:3
სთხოვდნენ წყალობას, რათა გამოეძახა იგი იერუსალიმში, რომ გზაში ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ.

1 თესალონიკელთა 4:1
დაბოლოს, ძმებო, გევედრებით და შეგაგონებთ უფალ იესოში: ჩვენ გასწავლეთ თქვენ, როგორ გევლოთ ღვთის საამებლად, და აკი კიდევაც დადიხართ ასე, მაგრამ კიდევ წინ უნდა წახვიდეთ.

მათეს 7:7-11
ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

ლუკას 11:9-13
და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.”

იობი 6:8-9
ნეტა ახდებოდეს ჩემი ნატვრა, და იმედს გამიმართლებდეს ღმერთი! ნეტა, ინებებდეს ღმერთი და დამლეწდეს! გამოიწვდიდეს ხელს და გამკვეთდეს!

ფსალმუნები 5:3
უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.

იგავნი 30:7-8
ორს მოვითხოვ მე შენგან, უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდები: ამაო და სიცრუე განმაშორე, ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს ნუ მომცემ, ჩემი წილი პურით გამომკვებე,

1 კოლოსელთა 1:9
ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,

იაკობის 1:5
ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

იაკობის 5:14-15
და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.

დანიელი 9:18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, აახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ეწოდება. რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო.

იოანეს 14:13
რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.

Advertisements