უბედურება ბიბლიის მუხლები

იგავნი 21:23
ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან.

ესაია 45:7
მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.

გოდება იერემიასი 2:21
ქუჩებში წვანან ყმაწვილი და უხუცესი, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოხოცე.

გამოცხადება 16:18
იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.

იგავნი 1:26
მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას.

ამოსი 3:6
აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?

Advertisements