უცვლელი ჭეშმარიტება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:89
უფალო, უკუნისამდეა შენი სიტყვა დაფუძნებული ზეცაში.

1 პეტრეს 1:25
ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ სუფევს. ხოლო ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

ფსალმუნები 118:160
საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.

ფსალმუნები 110:7-8
მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მისი მცნება, მტკიცეა უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებული ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.

ფსალმუნები 32:11
აზრი უფლისა იდგება მარადიულად, თაობიდან თაობამდე – გულისზრახვანი მისნი.

ფსალმუნები 116:2
რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი!

ფსალმუნები 118:152
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.

ესაია 40:8
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი მარად რჩება.“

ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.

მათეს 24:35
ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ.

ფსალმუნები 118:111
დავიმკვიდრე შენი მოწმობანი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება       მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)        მარადიულობის განცდა