უდაბნოები ბიბლიის მუხლები

იერემია 2:6
და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.

ოსია 13:4-5
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა არავინაა მხსნელი. 5 მე გცანი შენ უდაბნოში, მწყურვალე მიწაზე.

გამოსვლა 3:1-2
მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, ითროს, მიდიანელი მღვდლის, ცხვარს. წაასხა მან ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, როგორც ცეცხლის ალი შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ ბუჩქი არ იწვის.

იოანეს 6:48-50
მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ. ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება.

ებრაელთა 3:17
ვიზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა?

მეორე რჯული 2:7
რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში, იცოდა რა ყოველი თქვენი სვლა ამ დიდ უდაბნოში. აჰა, ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი.

1 კორინთელთა 10:5
მაგრამ მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ.

მარკოზის 1:4
იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

მათეს 3:3
რადგან ეს არის ის, ვისზეც ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველის მიერ: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები.’“

იგავნი 21:19
უდაბნოში ცხოვრება სჯობს ანჩხლ და კაპას ცოლთან ყოფნას.

მათეს 4:1-2
მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.

ესაია 48:21
არ მოსწყურებიათ, როცა მიჰყავდა ისინი უდაბნოს გზით: კლდიდან უდინა მათ წყალი, გააპო კლდე და გადმოჩქეფა წყალმა.

ფსალმუნები 105:14
აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.

ლუკას 1:80
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

იოანეს 6:31
ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“

Advertisements