უძლეველობა ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 7:24
ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.

მეორე რჯული 11:25
ვერავინ დაგიდგებათ წინ; თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ.

მეორე რჯული 28:7
და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.

იესო ნავეს ძე 1:5
წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.

იესო ნავეს ძე 10:8
უთხრა უფალმა იეშუას: „ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი; ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ”.

იესო ნავეს ძე 22:41
ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი უფალმა, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; მტერთაგან ვერავინ აღუდგა წინ: ხელში ჩაუგდო ყველა მათი მტერი უფალმა.

დაბადება 49:23-24
გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი. ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.

იობი 42:2
„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

იოანეს 10:29
მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.

Advertisements