უფლის გზა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 24:10
უფლის ყველა გზა წყალობა და ჭეშმარიტებაა მისი აღთქმებისა და მცნებების შემნახველთათვის.

ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.

ფსალმუნები 64:11
შენი სიკეთით აგვირგვინებ წელიწადს, შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება.

იგავნი 2:8
რადგან თვალყურს ადევნებს სამართლის ბილიკებს და იცავს ღვთისმოსავთა გზას.

იგავნი 2:13
სწორი ბილიკების მიმტოვებელთაგან, სიბნელის გზებით რომ დადიან,

იგავნი 3:17
მისი გზები საამურია, ბილიკები – მშვიდობიანი.

Advertisements