უღმერთოება ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 2:16
მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.

რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.

რომაელთა 11:26
და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.

გამოსვლა 5:2
თქვა ფარაონმა: „ვინაა უფალი, რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი? არც უფალს ვცნობ და არც ისრაელს გავუშვებ”.

2 ნეშტთა 32:17
დაწერა მან უფლის, ისრაელის ღმერთის საგმობი წერილები, თან ამბობდა: როგორც ქვეყნის ღმერთებმა ვერ იხსნეს თავიანთი ხალხები ჩემი ხელიდან, ისე ვერ იხსნის ხიზკიაჰუს ღმერთი თავის ხალხს ჩემი ხელიდან.

იობი 21:14
ეტყვიან ღმერთს: გაგვშორდი, არ გვწადია შენი გზების შეცნობა!

იგავნი 1:30
არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.

დანიელი 3:15
ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”

სოფონია 1:12
მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!

რომაელთა 1:28
და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.

რომაელთა 3:18
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.

მათეს 9:23-24
მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.

მათეს 21:12-13
შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: „დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

Advertisements