უიმედობა ბიბლიის მუხლები

იობი 11:20
ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება.

1 თესალონიკელთა 4:13
არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.

ეფესელთა 2:12
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.

ესაია 49:14
ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!

იერემია 2:25
ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.

იოანა 4:8
მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!

იუდა 1:13
ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.

ფსალმუნები 10:3
თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?

Advertisements