უკან ყურება ბიბლიის მუხლები

ლუკას 9:62
უთხრა მას იესომ: „ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!”

ფილიპელთა 3:13
ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ – ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.

დაბადება 19:17
გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: „თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”

დაბადება 19:26
უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.

რიცხვნი 11:5
გვახსოვს თევზი, რომელსაც უსასყიდლოდ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე – კიტრი, ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.

რიცხვნი 14:4
უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.