უკანასკნელი ჟამი ბიბლიის მუხლები

1 იოანეს 2:18
ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.

1 იოანეს 2:19
ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.

1 ტიმოთეს 4:1
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,

იაკობის 5:3
თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.

1 პეტრეს 4:7
თუმცა ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში.

2 პეტრეს 3:3
პირველ რიგში, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.

1 იოანეს 4:3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

2 იოანეს 1:7
რადგან მრავალი მაცდური შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომლებიც არ აღიარებენ ხორცში მოსულ იესო ქრისტეს; ეს არის მაცდური და ანტიქრისტე.

იუდა 1:18
ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.

Advertisements