უკანასკნელი სერობა ბიბლიის მუხლები

საქმეები 2:42
და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.

1 კორინთელთა 10:16
კურთხევის სასმისი, ჩვენ რომ ვაკურთხებთ, განა ქრისტეს სისხლთან ზიარება არ არის? პური, ჩვენ რომ ვტეხთ, განა ქრისტეს სხეულთან ზიარება არ არის?

1 კორინთელთა 11:24
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.

საქმეები 20:7
კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.

ლუკას 22:19
აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.

1 კორინთელთა 11:26
რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.

1 კორინთელთა 10:21
არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.

1 კორინთელთა 11:20
ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს.

მათეს 26:26-28
ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.  აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან,  რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზის 14:22-24
როცა ჭამდნენ, იესომ პური აიღო, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია!”  აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. იქიდან შესვა ყველამ.  უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.

1 კორინთელთა 11:21
რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.

იოანეს 20:26
რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა”.

მათეს 26:26
ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.

მარკოზის 14:22
როცა ჭამდნენ, იესომ პური აიღო, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია!”

ლუკას 24:30
ინახად რომ დაჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.

იოანეს 6:11
იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი – იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.

1 კორინთელთა 11:25
სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.

ლუკას 22:20
ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.

იოანეს 11:50
ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.

იოანეს 13:1
პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.

რიცხვნი 9:12
არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.

მარკოზის 14:25
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს, ღმერთის სამეფოში“

ლუკას 22:16
ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.

1 კორინთელთა 11:22
განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.

1 კორინთელთა 11:23
ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,

Advertisements