უკუღმართობა ბიბლიის მუხლები

იგავნი 17:20
გულმრუდი ვერ ჰპოვებს კეთილს და ენით უკუღმართი უბედურებაში ჩავარდება.

იგავნი 4:24
მოიცილე მზაკვრობა ბაგიდან და უკუღმართი საუბარი განიშორე.

ფსალმუნები 100:4
მრუდე გული შორს იყოს ჩემგან, ბოროტებას არ მინდა ვცნობდე.

იგავნი 6:14
უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.

იგავნი 12:8
კაცს მისი გონიერების მიხედვით შეაქებენ, გულმრუდეს კი მოიძულებენ.

იგავნი 11:3
წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.

იგავნი 15:4
მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა, მზაკვრული კი სულს მუსრავს.

იგავნი 28:6
სწორად მავალი ღარიბი სჯობს, უკუღმართი გზებით მოსიარულე მდიდარს.

ეზეკიელი 9:9
მითხრა: „ისრაელის ტაძრისა და იუდას ურჯულოება ძალზე დიდია; სისხლით აივსო ეს ქვეყანა და ქალაქი სავსეა ძალადობით, რადგან ამბობენ: უფალმა მიატოვაო ეს ქვეყანა, ვერაფერს ხედავსო უფალი.

მათეს 17:17
იესომ თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!”

1 ტიმოთეს 6:5
ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.

Advertisements