უმადურობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32:18
შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი – დაივიწყე.

1 მეფეთა 15:16-23
მიუგო სამუელმა საულს: „მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: „ილაპარაკე”. უთხრა სამუელმა: „განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?! წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ! რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?” უპასუხა საულმა სამუელს: „ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე. მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”. მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.

2 მეფეთა 12:7-9
მიუგო დავითს ნათანმა: „ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან; შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი! რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.

დანიელი 5:18-21
მეფევ, უზენაესმა ღმერთმა სამეფო, სიდიადე, დიდება და პატივი უბოძა ნაბუქოდონოსორს, მამაშენს; იმ სიდიადის გამო, ღმერთმა რომ მისცა, ყველა ხალხი, ტომი და ენა კანკალებდა და შიშობდა მის წინაშე. ვისაც უნდოდა ჰკლავდა და ვისაც უნდოდა ცოცხალს უშვებდა, ვისაც უნდოდა აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა ამცირებდა. მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი. განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.

ლუკას 17:14-18
დაინახა და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო. მაშინ თქვა იესომ: “ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”

გამოსვლა 17:1-3
მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად. ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: „მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: „რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?” სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: „რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”

მსაჯული 8:33-35
ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი. აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი. არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.

2 მეფეთა 12:7-14
და უთხრა ნათანმა დავითს: „შენა ხარ ის კაცი. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘მე გცხე მეფედ ისრაელზე, მე დაგიხსენი საულის ხელიდან, მე მოგეცი შენი ბატონის სახლი და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენს წიაღში, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და, თუ ეს არ კმაროდა, კიდევ მეტს დაგიმატებდი. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და გააკეთე ის, რაც ბოროტებაა მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ქვრივი; ის კი ყამონიანთა მახვილით მოჰკალი. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს უკუნისამდე, რადგან უგულებელმყავ და ურია ხეთელის ქვრივი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.’ ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მახლობელს მივცემ, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან; თუმცა შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზისით გავაკეთებ ამას.’“ და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფლის წინაშე.“ და უთხრა ნათანმა დავითს: „უფალმა მოგიტევა შენი ცოდვა: შენ არ მოკვდები. ოღონდ, რაკი ამ საქციელით უფლის ლანძღვის საბაბი მიეცი მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.“

რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.


მსგავსი თემები:

უმადურობის გამოვლენა       ღვთისადმი უმადურობა      უმადურობა

Advertisements